რა არის DarkWeb | DarkNet | DeepWEB

რა არის ბნელი ქსელი და რა მუშაობის პრინციპი აქვს მას.

რა არის DarkWeb | DarkNet | DeepWEB
DarkWeb | DarkNet | DeepWEB
Hackers Hosting Provider
Hackers Hosting Provider
Hackers Hosting Provider

ბნელი ქსელის კატეგორიები, რა განსხვავება მათ შორის და რა დანიშნულება აქვს სხვადასხვა კატეგორიის ბნელ ქსელში მოძრაობას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ჩვენთვის და რამდენად უსაფრთხოა....

ბნელი ქსელი შეიქმნა გარკვეული საზოგადოებისთვის და არ იყო მისაწვდომი ყველასთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ უკვე ყველასთვის მისაწვდომია და რითაც ცნობილია ბნელი ქსელი, იქ მიმდინარე კიბერ კრიმინალის უდიდესი ინფორმაციული მიმოცვლაა.

DarkWeb - დარქ ვები წარმოადგენს მარტივად მისაღწევად ანონიმურ საიტებს, რომელიც რეგისტრირებულია ჩვენთვის ხილულ ღია სივრცეში. ანუ ჩვეულებრივი ნებისმიერი ბრაუზერითაც კი შეგვიძლია დარქვების დათვალიერება და ინფორმაციის მიღება, ხოლო რაც შეეხება DarkNet და DeepWeb ქსელის ტიპებს აქ უკვე მთავარ როლში შემოდის შუამავალი ბრაუზერი ტორი TOR - სადაც მის გარეშე იქ ვერ მოვხვდებით, ესენი წარმოადგენენ ტორ საიტების ონიონის დომეინ დაბოლოებებს მაგალითად (web.onion), სადაც სხვა ბრაუზერით ჩვენ წვდომის უფლება არ გვაქვს.

ამ ყველა ქსელში შექმნილია სხვადასხვა საიტები და მიმდინარეობს სხვადასხვა ინფორმაციების მიმოცვლა, მაგალითად არის ფორუმი ჰაკერებისთვის, ფორუმი ნარკოტიკებისთვის, იარაღებისთვის, ქილერებისთვის, საიდუმლო გაჟონილი ინფორმაციებისთვის და ასე შემდეგ. აქ თავმოყრილია ყველა ის ვებ-გვერდი, რომელსაც ჩვენთვის ხილულ ზედაპირულ ქსელში (Surface) ბლოკავს სახელმწიფო ან პროვაიდერი.

ბნელ ქსელში ყველაზე დიდი აქტივობა 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით შეინიშნება გატეხილ კრიპტო ანგარიშებზე, საბანკო ანგარიშებზე, გამომძალველ კრიპტერ ვირუსებზე, ლიდებზე, სოციალურ ქსელებზე და ნარკოტიკებზე.

2010-დან 2020 წლამდე ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდებოდა ნარკოტიკებზე, მონებზე, ქალებზე, იარაღზე, შავ ფულსა და შავ კრიპტოვალუტაზე, DDoS პაკეტებზე, ბოტებსა და გატეხილ საიტებზე.

პერსონალური ინფორმაციით ვაჭრობა წარმოადგენს ერთ-ერთ დიდ ბიზნესს ბნელ ქსელში. ძირითადი მოპოვება ხდება ისეთ სექტორებში, როგორიცაა კრიპტოვალუტის ბირჟების გატეხვა, ყალბი კრიპტო ან საბანკო ვებ-გვერდების შექმნა და გავრცელება, ცნობილი ფინანსური კომპანიების  საიტების კლონირება და გავრცელება.  ასევე ქოლ-ცენტრებში, სადაც ტრიალებს ეგრეთწოდებული ცხელი და ცივი ლიდები.