რა არის ChatGPT | ხელოვნური ინტელექტი

ინფორმაცია ხელოვნურ ინტელექტზე

რა არის ChatGPT | ხელოვნური ინტელექტი

2023 წელი კიბერ სივრცეში კიდევ ერთი ახალი ნაბიჯის წელია, როდესაც ინტერნეტ სამყაროში გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის უამრავი მექანიზმი

ხელოვნური ინტელექტი არის ნეირონული ქსელისგან შექმნილი ავოტმატიზაციის ერთობლიობა, რომელიც შესაბამის პასუხებს ატყობინებს სუბიექტს, ასევე აანალიზებს და აყალიბებს შიდა ქსელებს ყველა ოპერატორებისგან.

უკვე დღევანდელობაში სხვადასხვა კომპანია და ინდივიდუალური დეველოპერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებული სისტემებისა და ვებ აპლიკაციების შექმნაში, აქამდე თუ ბაზარზე წამყვან ადგილს იკავებდნენ DALL-E 2, Midjourney და Stable Diffusion ინტელექტები, ახლა უკვე გამოჩნდა და საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღებაც მიიქცია ახალმა "რევოლუციურმა" ტექნოლოგიამ ChatGPT-მ თავისი ნეირონული ქსელით და ალგორითმებით.

ChatGPT არის ყველაზე სწრაფად მზარდი ჩატბოტის სერვისი ისტორიაში. იგი გამოუშვა AI-ს ლაბორატორიამ OpenAI-მ 2022 წლის ნოემბერში, სისტემა ეფუძნება განახლებულ GPT-3 ენის მოდელს - GPT-3.5 ნეირონულ ქსელს და აგებულია Azure AI სუპერკომპიუტერზე, რომლის უკანაც რათქმაუნდა Microsoft არის.