ChatGPT | იტალიამ დაბლოკა
იტალიაში ხელოვნური ინტელექტი ChatGPT -სთან წვდომა დაიბლოკა

იტალიის მონაცემთა მარეგულირებელმა სააგენტომ წვდომა დაბლოკა ხელოვნურ ინტელექტზე - Open AI ChatGPT.
მონაცემთა დაცვის იტალიურმა მარეგულირებელმა Garante per la Protezione dei Dati Personali-მ (შემდგომში უბრალოდ Garante) დააწესა დროებითი აკრძალვა ქვეყანაში ChatGPT სერვისის გამოყენებაზე, მომხმარებლის მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოტივით. გერმანიის ხელისუფლება ასევე განიხილავს OpenAI სერვისის დაბლოკვის მსგავს ზომებს.
Garante-მა უბრძანა OpenAI-ს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის მონაცემების დამუშავება და განაცხადა, რომ აპირებს გამოიძიოს მონაცემთა უკანონო დამუშავება ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) კანონების დარღვევით.