ბირჟა - კრიპტო სავაჭრო პლატფორმები

კრიპტოვალუტის ბირჟები, რა უნდა ვიცოდეთ ამ პლატფორმებზე...

ბირჟა - კრიპტო სავაჭრო პლატფორმები

კრიპტო-სავაჭრო პლატფორმები არის საიტები, რომლებიც იძლევა საშუალებას გავცვალოთ ერთი ციფრული ვალუტა მეორეზე, ან გავცვალოთ ციფრული კრიპტოვალუტა (Fiat)ფიატზე ანუ ქაღალდის ფულზე ინტერნეტ სივრცეში.

Blockchain(ბლოკჩეინ) ტექნოლოგიასთან ერთად კრიპტოვალუტის ბაზარი ბოლო რამდენიმე წელია განვითარდა, ინტერნეტ სივრცეში გამოჩდნენ სხვადასხვა სახის საიტები, როგორიცაა, კრიპტო გადაცვლის საიტები, კრიპტო სავაჭრო საიტები და ასე შემდეგ.

კრიპტოვალუტებით ვაჭრობა მოითხოვს, ისეთივე საყურადღებო და ფაქიზ გამოცდილებას, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ან აქციებით ვაჭრობა, ხოლო ამ ყველაფრისთვის საჭიროა ვისწავლოთ ჯერ კრიპტოს ისტორია, ასევე: რა განსხვავება კრიპტოებს შორის, რა არის კოინი, რა არის ტოკენი, რა არის შორთი, რა არის ორდერი, პამპი, რა არის ლოგნი, ბულლი და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დაწყებამდე პიროვნება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული თუ რა სფეროში ერთვება და რამდენად მნიშვნელოვანია თითვეული სიახლის წაკითხვა და გაანალიზება თუ რასთან აქვს შეხება.


ინტერნეტ სივრცეში არის სხვადასხვა სახის კრიპტო სავაჭრო პლატფორმები და მათგან გასხვავებული კრიპტო გადაცვლითი საიტები(ასე რომ ვთვაქთ სავალუტი ციფრული ჯიხური).

დღეს-დღეისობით მსოფლიოში ბაზარზე ასპარეზობს რამდენიმე კრიპტო სავაჭრო პლატფორმა, იგივე ბირჟა, როგორიცაა:

Binance
Gate
Huobi
CEX
okx
WhiteBit
Cryptal

ასევე თითქმის ყველა კრიპტო სავაჭრო პლატფორმას აქვს საშუალება, თანხის საბანკო შეტანის და გამოტანის. როგორც Visa და MasterCard ასევე Paypall მხარდაჭერით.

კრიპტო ბირჟები, ტოკენები, კოინები, აქციები შესაძლებელია იხილოთ CoinMarketCap - ის ოფიციალურ ბმულზე.

მსგავსი სტატია კრიპტო საფულეებზე >_ "რა არის კრიპტო საფულე"