ილონ მასკი | Silicon Valley Bank
ილონ მასკმა შესაძლოა Silicon Valley Bank-ის იყიდოს

ილონ მასკმა გამოაქვეყნა ტვიტერზე რომ შესაძლოა განიხილოს და შეისყიდოს სილიკონ ველის ბანკი.
პარასკევს, 10 მარტს, კალიფორნიის ფინანსური დაცვისა და ინოვაციების დეპარტამენტმა დახურა SVB „ლიკვიდობის ნაკლებობისა და გადახდის უუნარობის“ გამო და გადასცა იგი აშშ-ს დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) კონტროლს. ამის შემდეგ კი მილიარდერმა ილონ მასკმა გამოაცხადა მზადყოფნა განიხილოს Silicon Valley Bank-ის (SVB) შეძენის შესაძლებლობა, რომელიც ხელისუფლებამ დახურა.
I’m open to the idea
— Elon Musk (@elonmusk) March 11, 2023
მან შესაბამისი ტვიტი გამოაქვეყნა Razer-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის მინ-ლიანგ ტანის წინადადების საპასუხოდ, შეეძინა SVB Twitter-ის მიერ და გადაექცია იგი ციფრულ ბანკად.