სუს-ის IT პროგრამები

IT პროგრამების შეძენა ნებართვების გარეშე შეეძლება

სუს-ის IT პროგრამები
State Security Service of Georgia

სტატია ქვეყნდება BM.GE-ზე, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, სუს-ს და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს მომსახურების და საქონლის შეძენისას წინასწარი ლიცენზიის აღება აღარ მოუწევთ.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები სპეციალური დანიშნულების მქონე აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების შეძენას ახორციელებენ, რომლებიც მათი სპეციფიკიდან და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კატეგორიაში ხვდებიან და შესაბამისად, მათი იმპორტი ან ექსპორტი სათანადო ნებართვების მიღებას საჭიროებს, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციულ-ფორმალური პროცედურების გავლას უკავშირდება და პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის პროცესის შეფერხებას იწვევს.

სუს-ს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და IT პროგრამების შეძენა ნებართვების გარეშე შეეძლება


“კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების საჭიროებისგან გათავისუფლდებიან, რაც აღნიშნული სუბიექტების მიერ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელებას მნიშვნელოვანწილად გაამარტივებს და მოქნილს გახდის“, - აღნიშნავენ ინიციატივის ავტორები.