SpinOk Spyware | ინფიცირებული ანდროიდ მოწყობილობები

400 მილიონი ინფიცირებული მoწყობილობა, ვირუსი PlayStore-ში

SpinOk Spyware | ინფიცირებული ანდროიდ მოწყობილობები
Hackers Hosting Provider
Hackers Hosting Provider
Hackers Hosting Provider

მკვლევარებმა აღმოაჩინეს spyware, სახელად SpinOk, დამალული 101 Android აპში, რომელსაც Google Play-ში 400 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს.

ვირუსი ძირითადად ინტეგრირდებოდა სხვადასხვა SDK პლატფორმებში, რომელიც თავისთავად ხელს უწყობდა გავრცელებაში, მოდულის შესრულებისას, მავნე პროგრამული უზრუნველყოფის SDK უკავშირდება C2-ს და აგზავნის დიდი რაოდენობით სისტემის ინფორმაციას ინფიცირებული მოწყობილობის შესახებ.

მავნე SDK ასევე აფართოებს JavaScript კოდის შესაძლებლობებს, რომლებიც შესრულებულია რეკლამების შემცველ ვებგვერდებზე. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ მოდული კოდს უმატებს ბევრ მახასიათებელს, რომლის დახმარებითაც ავტომატურად იგზავნება მოთხოვნა ჰაკერების სერვერებზე.

გთავაზობთ სიას, სადაც შეგროვებულია დაინფიცირებული აპლიკაციები, და თუ ის გიწერიათ ესეიგი მოწყობილობა გატროიანებულია და სასწრაფოდ უნდა გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები თავდაცვისთვის.

Noizz: ვიდეო ედიტორი მუსიკებთან ერთად (at least 100,000,000 ინსტალაცია),
Zapya – ფაილების ტრანსფერი და გაზიარება (at least 100,000,000 ინსტალაცია;
VFly: ვიდეო ედიტორი და ვიდეო მეიქერი (at least 50,000,000 ინსტალაცია),
MVBit – ვიდეო მეიქერი (at least 50,000,000 ინსტალაცია),
Biugo – ვიდეო ედიტორი და ვიდეო მეიქერი (at least 50,000,000 ინსტალაცია),
Crazy Drop (at least 10,000,000 ინსტალაცია),
Cashzine – სწრაფი ფული (at least 10,000,000 ინსტალაცია),
Fizzo Novel – Reading Offline (at least 10,000,000 ინსტალაცია),
CashEM: მიიღე ჯილდოები (at least 5,000,000 ინსტალაცია),
Tick: უყურე და გამოიმუშავე ფული (at least 5,000,000 ინსტალაცია).

ზემოთ მოყვანილი ყველა პროგრამა შეიცავს Android.Spy.SpinOk ტროას SDK-ს და საჭიროა სასწრაფოდ წაშალოთ ის მოწყობილობიდან!