საიდუმლო პროგრამა | PEGASUS Spyware

რა უნდა ვიცოდეთ ძლიერ ჯაშუშურ პროგრამა PEGASUS-ზე

საიდუმლო პროგრამა | PEGASUS Spyware
Hackers Hosting Provider
Hackers Hosting Provider
Hackers Hosting Provider

PEGASUS - ჯაშუშურ პროგრამის რეალური შესაძლებლობების შესახებ ინტერნეტ სივრცეში არ დევს ინფორმაცია, მაგრამ მოვიპოვეთ მწირი ახსნა თუ როგორ მუშაობს სპეც პროგრამა და რა შესაძლებლობები აქვს მას.

პროგრამა დამუშავდა კომპანია NSO GROUP - ში ჯერ კიდევ 2016 წლამდე. ეს კომპანია ისრაელის დაქვემდებარებაშია და საკმაოდ ახლო კავშირი აქვს ისრაელის დაზვერვა МОSAD-თან.

პროგრამა ძირითადად ჯაშუშური ხასიათისაა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში კონფიგურირდება მსხვერპლის მოწყობილობაში, მას დაინფიცირების ორი რეჟიმი გააჩნია: 
1. რეჟიმი - პროგრამა ურეკავს მსხვერპლს ტელეფონზე და ეს საკმარისია მისთვის, როგორც კი ზარი შევა პიროვნებასთან - ავტომატურ რეჟიმში ირთვება მისი მოსმენა ანუ უვირუსდება მოწყობილობა, პროგრამა იღებს უფლებებს(Permissions) ფოტო, კამერა, აუდიო, ვიდეო, მიკროფონი, ეკრანი და აპლიკაციები - მოკლედ მთლიანი მოწყობილობის კონტროლი ხდება. ისმინება-ჩანს-გადასცემს. 
2. რეჟიმი - პროგრამით უგზავნიან მსხვერპლს ლინკს და ლინკზე გადასული პიროვნება ავტომატურად მოწყობილობაში აყენებს პეგასუსის სერტიფიკატებს, სადაც იგივე შემთხვევა ხდება და მთლიანად კონტროლდება მფლობელის ნებართვის გარეშე მისი მოწყობილობა და რაც მთვარია შეუმჩნევლად.

ინფორმაციის გაჟონვა მოხდა მაშინ, როდესაც ვირუსის ხარვეზის გამო iPhone-ში კონფიგურაციის ფაილები ნახეს და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მავნე დისტანციურმა ექსპლოიტმა გამოიყენა ჯეილბრეიკი iPhone-ზე შეუზღუდავი წვდომის მოსაპოვებლად, ხოლო რაც შეეხება ანდროიდ მოწყობილობებს იგივე მეთოდებით მუშაობდა მათზეც.

პროგრამამ 2022 წლიდან აქტიურად დაიწყო მუშაობა, ეს არის სპეც პროგრამა რომლის ავტორის არის NSO GROUP ისრაელის კიბერ დაზვერვის ჯგუფი.