WEB ევოლუცია | ციფრული კაცობრიობა

რა არის WEB და რამდენად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის

WEB ევოლუცია | ციფრული კაცობრიობა

მიუხედავად იმისა, რომ Web2 ემსახურება ინტერნეტის ამჟამინდელ თაობას, Web3 ცნობილია როგორც სემანტიკური ვებ და აღსანიშნავია რომ ყველაფერი დაიწყო ინტერნეტით და მხოლოდ WEB საფუძვლით.

ეს ყველაფერი ნიშნავს ცხოვრების გადაყვანას ციფრულ გარემოში, ანუ როგორ განვითარდა კაცობრიობასთან ერთად ტექნოლოგიები და რამდენად მნიშვნელოვანია, როგორც რეალურ ცხოვრებაში ისე ციფრულ სივრცეში დალაგებული გარემოს ჩამოყალიბება.

ინტერნეტი სწრაფად განვითარდა Web1-ის ადრეული დღეებიდან, რომელიც მოიცავდა სტატიკურ ტექსტებსა და ვიზუალებს, მიმდინარე ვერსიამდე, რომელიც Web2 სახით გვევლინება დღევანდელობაში.

და აი ასპარეზზე გამოჩნდა უკვე Web 3 ტექნოლოგია, რომელშიც ღირებულება და მონაცემები ადვილად გადავა დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე განაწილებული საკუთრებითა და კონტროლით, Web3 ამჟამად იქმნება და ინერგება ონლაინ სივრცეში. მისი მზარდი პოპულარობა პროპორციულია ბლოკჩეინისა და უსაფრთხოების ტექნოლოგიის ფართო მიღებისა და დანერგვის მიმართ.

რაც შეეხება ვების განვითარების სტატისტიკას, ასეთია : კომპიუტერული ერა 1990 წლამდე, შემდეგ ქსელები კომპიუტერები და მედია უკვე 2000 წელს, ხოლო 2000 წლიდან 2010 მდე ამათ დამატებული კავშირგაბმულობები და სოციალური ქსელები, 2010 დან 2020 მდე კიდევ დაემატა  ციფრული კავშირგაბმულობა და მეტა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დახვეწა, ხოლო 2020 დან უკვე ჩამოყალიბდა იმ ეტაპზე, რომ მზად არის გადაინაცვლოს ამ ყველაფერმა ციფრულ სივრცეში, ანუ ღრუბლოვანი სივრცე ჩამოყალიბდეს იმ ეტაპზე რომ მეტა სამყარო წავიდეს Web 3.0 ტექნოლოგიაში და კაცობრიობამ გადადგას კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი სადაც გაერთიანებული იქნება, დესკტოპი, მსოფლიო აბლაბუდა ქსელი, სოციალური ქსელები, ფინანსური სერვისები, ტექნოლოგიები და სემანტიკური გარემო-ფაქტორები.

ხოლო ამ ყველაფრის მიღმა კიდევ რიგშია Web 4.0 ტექნოლოგია, რომლის შესახებაც ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ თეორიულ დონეზე მოიპოვება.