Tornado Cash კრიპტო მიქსერის ადმინისტრატორები დააკავეს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა დაადანაშაულა Tornado Cash კრიპტოვალუტის მიქსერის ორი დამფუძნებელი

Tornado Cash კრიპტო მიქსერის ადმინისტრატორები დააკავეს
Tornado Cash (also stylized as TornadoCash) is an open source, non-custodial, fully decentralized cryptocurrency tumbler that runs on Ethereum Virtual Machine-compatible networks

 აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა დაადანაშაულა Tornado Cash კრიპტოგრაფიული ვალუტის მიქსერის ორი დამფუძნებელი Roman Storm and Roman Semenov (რომან შტორმი და რომან სემიონოვი) რადგან მიმდინარეობს გამოძიება, რომ დაეხმარნენ კრიმინალებს (მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ჰაკერულ დაჯგუფება Lazarus იგივე (Hidden Cobra)) 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოპარული კრიპტოვალუტების გათეთრებაში.

კრიპტომიქსერზე ასევე მიმდინარეობს გამოძიება სხვადასხვა კრიპტო საფულეებიდან გადარიცხული და დამიქსული შავი კრიპტოს გათეთრებაზე.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის 8 აგვისტოს აშშ-ს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განაცხადა, რომ მთლიანობაში 2019 წელს შექმნილი Tornado Cash-ის მეშვეობით 7 მილიარდ დოლარზე მეტი გათეთრდა და მის ოპერატორებს არ შეეძლოთ ან არ ჰქონდათ სურვილი ამის კონტროლზე აყვანის და ამ დროიდან მოყოლებული აშშ მოუწოდებდა რეგულაციების დამტკიცებას კრიპტო მიქსერის პროტოკოლებში, მაგრამ ამის მიუხედავად მილიარდობით დოლარის კრიპტოვალუტამ მიქსერში რეგულაციების და პროტოკოლების გარეშე გაიარა, რაც სავარაუდოთ გამოხატავს ფულის გათეთრების მეთოდს.

აღსანიშნავია, რომ თუ კრიპტო მიქსერების მფლობელებს ბრალი დაუდგინდათ აშშ-ის კანონმდებლობით მათ ემუქრებათ სასჯელი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.