რა არის რევერსინგი

რა არის რევერსული ინჟინერია და რა დანიშნულება აქვს...

რა არის რევერსინგი
ის რაც რევერსულ ინჟინერიაზე უნდა იცოდეთ

რევერსული ინჟინერია, ასევე ცნობილი როგორც რევერსინგი. აიტი სფეროს განსაკუთრებული მიმართულებაა.

რევერსინგი არის პროცესი ან მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ცდილობს დედუქციური მსჯელობის საშუალებით გაიგოს, თუ როგორ ასრულებს შექმნილი მოწყობილობა, პროცესი, სისტემა ან პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი დავალებას დეტალურად. 

რევერსინგის პერიოდში იშლება ანუ იხსნება მთლიანად პროგრამა, პროცესი ან სისტემა, სადაც ჩანს თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, აჩვენებს ჰექსებში, ბინარულ კოდებში ან სხვა ბიტის ბრძანებებში წარმოქმნილ შედეგებს და მიმართულებებს.

მაგალითად დღეს დღეისობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელსაწყო რევერსინგისთვის არის ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რეალიზებული პროგრამა გიდრა "Ghidra" Disassembler, რომელიც სრულად გასაჯაროვდა 2020 წელს,  2019 წლის RSA კონფერენციის შემდეგ. პროგრამის ლინკი: NSA

რევერსული პროგრამის ალტერნატივებია - x64dbg, IDAPro, OllyDBG, Ghex და ასე შემდეგ.