ვირტუალკა | ღრუბლოვანი ტექნოლოგია

ვირტუალური გარემო - გავრცელებული როგორც ვირტუალკა...

ვირტუალკა | ღრუბლოვანი ტექნოლოგია
System virtual machines

ვირტუალური მანქანა (VM) არის გამოთვლითი რესურსი, რომელიც იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას ფიზიკური კომპიუტერის ნაცვლად პროგრამების გასაშვებად და აპლიკაციების განსათავსებლად, სადაც რეალური მონაცემებზე დაყრდნობით ბრძანებები ვირტუალურ გარემოში მიმდინარეობს.

ვირტუალური მანქანები ეფუძნებიან კომპიუტერულ არქიტექტურად, ვირტუალკაში სისტემის ფუნქციონირებისთვის.

სისტემური ვირტუალური მანქანები (ასევე უწოდებენ სრული ვირტუალიზაციის VM-ებს) წარმოადგენს რეალური მანქანის შემცვლელს. ისინი უზრუნველყოფენ ფუნქციონირებას, რომელიც საჭიროა მთელი ოპერაციული სისტემების შესასრულებლად.

დღეს-დღეისობით მრავალი სექტორი მოიხმარს ეგრედწოდებულ ვირტუალკებს სხვადასხვა ოპერაციისთვის, მაგალითად, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის მოსაწყობად პირველ რიგში საჭიროა ვირტუალური გარემო სადაც გაიტესტება პროგრამები და აპლიკაციები, ვირუსები და მავნე კოდები, შედეგები და ხარვეზები.

ინტერნეტ სივრცეში ვირტუალური გარემოს გამშვები როგორც პროგრამები ასევე პლატფორმების გხვდება, როგორიცაა: Amazon AWS, Microsoft Azure, Google და ასევე პროგრამები, რომელიც შეგვიძლია ჩვენს მოწყობილობაზე დავაყენოთ და შიგნით გავუშვათ ჩვენთვის სასურველი ვირტუალური ოპერაციული სისტემა, როგორიცაა: VirtualBox, VMware, vSphere.

ეს ყველაფერი რათქმაუნდა დაფუძნებულია ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე(Cloud Platform) და მთავარ როლს ასრულებს სერვერი თუ რა სიძლიერისაა, რადგან სერვერის ან კომპიუტერის სიძლიერიდან გამომდინარე კონფიგურირდება ვირტუალურ გარემოში ვირტუალური სისტემაც.