კრიტიკული IT ინფრასტრუქტურა | კიბერ საქართველო

საქართველოში მთავრობამ კრიტიკული IT ინფრასტრუქტურის სია გააფართოვა

კრიტიკული IT ინფრასტრუქტურა | კიბერ საქართველო
Cyber Georgia | it critical infrastructure

 როგორც BM.GE აქვეყნებს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში კრიტიკულ IT ინფრასტრუქტურათა სია გააფართოვა,  კერძოდ, სუს-ის პასუხისმგებლობის არეალში ექცევა პირველი და მეორე კატეგორიის ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება. კანონის მიხედვით, ამავე სააგენტოს სპეციალური ჯგუფები ასევე ამოწმებენ და გასცემენ რეკომენდაციებს მესამე კატეგორიის სუბიექტების IT ინფრასტრუქტურის დაცულობასთან დაკავშირებით.

 იხილეთ სტატია:

ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი
საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურა ორი ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერისა და სამი ფიჭური ოპერატორის ქსელებს ემყარება. ამ ინფრასტრუქტურაში კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციების, საფინანსო სექტორის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კომპანიების ელექტრონულ სისტემებს.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული "ციფრული უსაფრთხოების შესახებ" კანონით მთავრობას დაევალა განსაზღვროს ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ჩამონათვალი, რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობაც თავად ამ ორგანიზაციებს ეკისრებათ, თუმცა მათზე გარკვეული ზედამხედველობის ვალდებულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შემავალ სპეციალურ “ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს” ევალება.

კერძოდ, სუს-ის პასუხისმგებლობის არეალში ექცევა პირველი და მეორე კატეგორიის ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება. კანონის მიხედვით, ამავე სააგენტოს სპეციალური ჯგუფები ასევე ამოწმებენ და გასცემენ რეკომენდაციებს მესამე კატეგორიის სუბიექტების IT ინფრასტრუქტურის დაცულობასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობამ კრიტიკული სუბიექტების სია თავდაპირველად 2021 წლის 31 დეკემბერს განსაზღვრა, ხოლო 12 ივნისს კი ეს სია გაფართოვდა და მასში თბილისის აეროპორტის ოპერატორი "ტავ ურბან საქართველო", ასევე "სახელმწიფო ელექტროსისტემა", "ენერგეტიკული ბირჟა" და სახელმწიფოს კუთვნილი თბოსადგურები დაემატა.

I. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები

1. საქართველოს პარლამენტი;
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია;
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო;
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი;
6. საქართველოს ეროვნული ბანკი;
7. საქართველოს პროკურატურა;
8. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი;
9. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
10. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;
11. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
12. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
13. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო;
14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდული პირი – მომსახურების სააგენტო;
17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“;
18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
19. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
20. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
21. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
22. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
23. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
24. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური;
25. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივი;
26. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე;
27. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
28. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
29. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
30. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო;
31. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო;
32. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
33. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
34. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;
35. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
36. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
37. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
38. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
39. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;
40. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური;
41. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
42. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო;
43. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო;
44. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი;
45 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
46. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
47. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო;
48. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი;
49. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;
50. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;
51. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო;
52. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო;
53. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
54. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო;
55. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო სამსახურის ბიურო;
56. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
57. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
58. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო;
59. შპს „საქაერონავიგაცია“;
60. შპს „საქართველოს ფოსტა“;
61. სს „საქართველოს რკინიგზა“.
62. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“;
63. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
64. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
65. შპს „ვარდნილჰესების კასკადი“;
66. სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“;
67. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“;
68. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“;
69. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;
70. შპს „გარდაბნის თბოსადგური“;
71. შპს „გარდაბნის თბოსადგური 2

მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები

1. შპს „მაგთიკომი“;
2. სს „სილქნეტი“;
3. შპს „ვიონი-საქართველო“;
4. შპს „ახალი ქსელები“;
5. შპს „დელტა-კომმი“;
6. შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი – ფოპტნეტი“;
7. შპს „კავკასუს ონლაინი“;
8. შპს „სისტემ ნეტი“.

მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები:

1. სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“;
2. სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“;
3. სს „პსპ დაზღვევა“;
4. სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“;
5. სს „არდი დაზღვევა“;
6. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“;
7. სს „თიბისი დაზღვევა“;
8. ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრი;
9. შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია“;
10. სს „თელასი“;
11. შპს „თბილისი ენერჯი“;
12. შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“;
13. შპს „აჭარ ენერჯი-2007“;
14. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“;
15. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“;
16. შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო);
17. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“;
18. სს „საქართველოს ბანკი“;
19. სს „თიბისი ბანკი“;
20. სს „ლიბერთი ბანკი“;
21. შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“;
22. შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“;
23. შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“;
24. შპს „შავი ზღვის ტერმინალი“;
25. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალი“;
26. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“;
27. შპს „ჯორჯიან ეარვეის“;
28. შპს „ლასარე“;
29. შპს „თბილისი კარგო სერვისი“.
30. შპს „ტავ ურბან საქართველო”.