2024 წლის არჩევნები | ცესკო

ცესკო 55-მილიონიანი ტენდერით, ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს ყიდულობს

2024 წლის არჩევნები | ცესკო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)

2023 წლის თებერვალში ცესკომ გამოსცა დადგენილება კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის წესები არის განსაზღვრული.

როგორც, საიტ BM.GE -ზე ქვეყნდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ნაწილობრივ ელექტრონული გზით ჩატარდება. ამისთვის, ცესკო ხმების ელექტრონულად დათვლის, ასევე ამომრჩეველთა ბიომეტრიული აუთენტიფიკაციის აპარატურის შესყიდვას გეგმავს.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა 54.6 მილიონი ლარის ღირებულების კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც ხმის დათვლისა და ამომრჩევლების ვერიფიკაციის მოწყობილობების შესყიდვა არის დაგეგმილი.

სატენდერო პირობების თანხმად, მოწყობილობებს უნდა გააჩნდეთ ISO 9001:2015, ISO 14001:2015, და ISO 27001:2013 მოქმედი სერტიფიკატები.