Kali Linux | მიმოხილვა

კალი ლინუქსი | ოპერაციული სისტემა ჰაკერებისთვის

Kali Linux | მიმოხილვა

 Kali Linux - Debian ბირთვზე დაფუძნებული ღია კოდის ოპერაციული სისტემაა, რომელიც ცნობილია რომ შეიქმნა სპეციალურის ჰაკერებისთვის, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებისა და შეღწევადობის ტესტერებისთვის, რათქმაუნდა სიმბოლურად ეს "ჰაკერული სისტემა" დაერქვა თავის სპეციფიური ხელსაწყოებიდან გამომდინარე, რომელსაც ლინუქსი სისტემაზე ინსტალაციის დროს აყენებს ავტომატურად, როგორიცაა: ქსელის მონიტორინგი, ტესტირება, გატეხვა, შეღწევადობის ხელსაწყოები, ფიშინგის ხელსაწყო, Wifi Bruteforce პროგრამები, sql injection კოდები და ათასი სხვა პროგრამა, რომლის ჩამოთვლასაც სრულად 10 სტატია არ ეყოფა.

აღსანიშნავია, რომ მისი შემქმნელები და ავტორია "Offensive Security" ხოლო თიმი ჩვენ შეგვიძლია ასევე მის ოფიციალურ ვებსაიტზეც ვნახოთ Kali Developers.

 - რაც შეეხება 2023 წლის 3 ვერსიის ლინუქსის განახლებას.

 ამ ეტაპზე კალის დეველოპერებმა დახვეწილი მარტივი ინტერფეისი და უფრო მეტი ხელსაწყო შემოგვთავაზეს, გთავაზობთ იმ ახალ 9 ინსტრუმენტს, რომელიც განახლებულ Kali Linux-ში უკვე რეალიზდა.

Calico -  პროგრამის ძირითადი მიმართულებაა ღრუბლოვანი სერვისების და ვირტუალური მანქანების ტესტირება, როგორიცაა მაგალითაც DevOps-ების რჩეული ღია კოდი Kubernetes.

cri-tools - CLI და ვალიდაციის ხელსაწყოები Kubelet Container Runtime ინტერფეისებისთვის.

Hubble - ქსელის, სერვისისა და უსაფრთხოების მონიტორინგი Kubernetes-სთვის eBPF-ის გამოყენებით.

ImHex - ჰექს ედიტორი, რევერსული ინჟინრებისთვის.

kustomize - Kubernetes YAML კონფიგურაციების პერსონალიზაციისთვის.

Rekono - ავტომატიზაციის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა pentesting ჰაკერულ ინსტრუმენტებს.

rz-ghidra - ეს არის Ghidra დეკომპილერის და Sleigh Disassembler-ის ინტეგრაცია rizin-ისთვის. ის მხოლოდ დაფუძნებულია Ghidra-ს დეკომპილერის ნაწილზე, რომელიც მთლიანად დაწერილია C++-ში, ამიტომ თავად Ghidra საერთოდ არ არის საჭირო და მოდული შეიძლება აშენდეს დამოუკიდებლად. შეგახსენებთ, რომ რევერსინგის ხელსაწყო Ghidra გამოუშვა აშშ-ის ეროვნულის უსაფრთხოების სააგენტომ.

unblob - ფაილების ამოღება ნებისმიერი ფორმატის კონტეინერებიდან.

villain - C2 ჩარჩო, რომელსაც შეუძლია მრავალი TCP სოკეტის და HoaxShell-ზე დაფუძნებული საპირისპირო შელის მართვა, მათი ფუნქციონირების გაზრდა დამატებითი ფუნქციებით და მათი გაზიარება დაკავშირებულ სერვერებს შორის.

 განახლებული ოპერაციული სისტემა Kali Linux 2023.3 უკვე რეალიზებულია და ხელმისაწვდომია ყველასთვის. 

გადმოსაწერი ლინკი.