მასშტაბური კიბერშეტევები საქართველოზე

ბნელ ქსელში პერსონალური მონაცემები ჟონავს

მასშტაბური კიბერშეტევები საქართველოზე
პერსონალური ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში მიმოფანტულია

 საქართველოში უკვე წლებია მასშტაბური კიბერშეტევები მიდის, რის გამოც ბნელ ქსელში მილიონობით ქართული მონაცემთა ბაზა ჟონავს. 
 გავიხსენოთ ერთ-ერთი პირველი ყველაზე დიდი კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წელს მოხდა

ამის შემდეგ მეორე ყველაზე დიდი კიბერ შეტევა 2019 წელს მოხდა, სადაც ათასობით საიტი გათიშული იყო, ამის შემდეგ კი ინტერნეტ სივრცეში დაიწყო ქართული ინფორმაციების გლობალური გასაჯაროვება.

Hackers-ის გუნდა მოიკვლია ეს მასალა და ბევრ ინტერნეტ-ფორუმზე აღმოჩნდა მართლაც ქართული გაჟონილი ინფორმაციები, თითქმის ქართულის სივრცის 80 პროცენტი მონაცემთა ბაზა ბნელ ქსელშია ხელმისაწვდომი ჰაკერებისთვის.

 აღმოჩნდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ინფორმაციები და მონაცემთა ბაზები, როგორიცაა: ბიზნეს სექტორები, ინტერნეტ პროვაიდერები, სამთავრობო ორგანიზაციები, კაზინოები, ბანკები, ძალოვანი უწყებები და ასე შემდეგ.

 ყველაზე მთავარი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ პროცესი მიმდინარეა და საჯაროდ არავინ არანაირ კომენტარს, განცხადებას, რეკომენდაციას და რეაგირებას ამის წინაშე არ აკეთებს.