ციფრული ლარი და Ripple | XRP

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, ადგილობრივი საგადახდო სისტემის ეფექტურობის და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, განიხილავს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას.

ციფრული ლარი და Ripple | XRP

2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ სებ-ის “ციფრული ლარის” საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია - Ripple გახდა, რომელიც ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას შექმნის, რაზეც სებ-ი 2020 წლიდან მუშაობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ციფრული ლარის საპილოტე პროექტს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, Ripple განახორციელებს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, ორ-ფაზიანი პროექტის პირველი ეტაპი უკვე იწყება, რამდენიმე თვეში კი საპილოტე პროექტიც ჩაეშვება, რომლის გამოსაცდელი ვადაც 2025 წლის შუა პერიოდამდე გაგრძელდება.

2020 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, ადგილობრივი საგადახდო სისტემის ეფექტურობის და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, განიხილავს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას.

წყარო: BM.GE