კიბერშეტევები რუსეთზე - Kaspersky მიმოხილვა

ჰაკერებმა მოიპარეს 2,5 მილიონი იუზერი და პაროლი რუსულ რესურსებში შესვლისთვის

კიბერშეტევები რუსეთზე - Kaspersky მიმოხილვა
Massive cyber attacks on russia

კასპერსკის ლაბორატორიის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს ახალი რეპორტი, სადაც საუბარია რუსეთის 443,000 ვებსაიტის და სერვერული ინფრასტრუქტურის გატეხვის შესახებ, ჰაკერებმა .ru სეგმენტში მოიპარეს 2,5 მილიონი წყვილი ლოგინი და პაროლი, რომელი ინფორმაციებიც ბნელ ქსელში მასიურად ჟონავს.

Darknet-ში გამოქვეყნებული ჰაკერული ჟურნალების შესწავლის შემდეგ, ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2023 წელს, დაახლოებით 10 მილიონი მოწყობილობის მომხმარებლის მონაცემები დაზარალდა კიბერ კრიმინალების მიერ. ეს დაახლოებით შვიდჯერ მეტია, ვიდრე 2020 წელთან შედარებით.

საშუალოდ, თავდამსხმელები იპარავენ ლოგინისა და პაროლების 50,9 კომბინაციას ერთი ინფიცირებული მოწყობილობიდან. მოპარული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდგომი თავდასხმებისთვის, ან შეიძლება გაიყიდოს და გავრცელდეს ჩრდილოვან რესურსებზე ან Telegram არხებზე.

2023 წელს ყველაზე მეტი შესვლა და პაროლი საიტებიდან მოიპარეს:

  • .com დომენის ზონაში მდებარე საიტებიდან - თითქმის 326 მილიონი.
  • .br დომენი 29 მილიონი
  • .in ინდურლი დომენი 8 მილიონი
  • .co კოლუმბია თითქმის 6 მილიონი
  • .vn ვიეტნამი 5,5 მილიონზე მეტით

"2022 წელთან შედარებით Darknet-ში აღმოჩენილი სტილერით მოპარული ფაილების რაოდენობა 9%-ით შემცირდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლოგინზე და პაროლზე მოთხოვნა შემცირდა თავდამსხმელებს შორის.
- ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ 2023 წელს კომპრომეტირებული ზოგიერთი სერთიფიკატი ან დატა ინტერნეტის ჩრდილოვან სეგმენტში აღმოჩნდეს უკვე მიმდინარე, 2024 წელს. აქედან გამომდინარე, ინფექციების რეალური რაოდენობა, დიდი ალბათობით, 10 მილიონზე მეტიც იქნება, ჩვენი შეფასებით, შესაძლოა 16 მილიონს მიაღწიოს“, - ამბობს სერგეი შჩერბელი, კასპერსკის ლაბორატორიის კიბერუსაფრთხოების ექსპერტი