ყალბი ID და KYC გვერდის ავლა | AML პოლიტიკა

ბნელ ქსელში ხელოვნური ინტელექტი იყენებს ნეირონულ ქსელს ყალბი ID - ის დასაგენერირებლად

ყალბი ID და KYC გვერდის ავლა | AML პოლიტიკა

 Darkweb-ში გამოჩნდა სერვისები, სადაც მომხმარებლები ყალბ ID ბარათებს აგენირირებენ ხელოვნურ ინტელექტს ნეირონული ქსელის გამოყენებით, რომლიც გვერდს უვლის KYC ვერიფიკაციას და შესაბამისად ირღვევა AML პოლიტიკები, სხვადასხვა სარეგისტრაციო ვებგვერდებზე, როგორიცაა კრიპტობირჟის საიტები, ფასიანი ქაღალდები, საფონდო ბირჟები და ასე შემდეგ.

404 Media-ს ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს OnlyFake სერვისი, რომელიც აცხადებს, რომ იყენებს ნეირონულ ქსელებს და ხელოვნურ ინტელექტს ყალბი პირადობის მოწმობების და საბუთების შესაქმნელად.

 მკვლევარებმა გამოსცადეს OnlyFake და წარმატებით გაიარეს KYC-ვერიფიკაცია კრიპტოვალუტის რამდენიმე ბირჟაზე.
 ამჟამად OnlyFake ვებგვერდი არ მუშაობს და სერვისის ოპერატორები ირწმუნებიან, რომ ის არ არის გამიზნული დოკუმენტების გაყალბებისთვის და „ეს სრული სისულელეა“.