რა არის OSINT | ინფორმაციული დაზვერვა

რა არის OSINT - Open Source Intelligence

რა არის OSINT | ინფორმაციული დაზვერვა

დღევანდელობაში როცა ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკენეა, ეს სფერო მეტად საინტერესო და ფართო სპექტრზეა წამოსული, სადაც ინფორმაციები ხელმისაწვდომია ღია წყაროების საშუალებით.

ღია წყაროზე დაყრდნობილი მოძიებული ინფორმაცია წარმოადგენს ყველაფერ იმას რაც დაკავშირებული კონკრეტულ მოქმედებასთან, პიროვნებასთან, ამბავთან ან იმ საკითხთან რაც მომძიებელს აინტერესებს.

OSINT - ის წყაროებს მიეკუთვნება მთლიანად ინტერნეტი და მასში შემავალი ელემენტებია: სოციალური ქსელები, სერვისები, ინტერნეტ საიტები და ფორუმები, ინტერნეტ მაღაზიები, ონლაინ მედია და სხვა, ასევე ქსელში ჩართული ყველა მოწყობილობა, ჭკვიანი სახლები, კამერები, სერვერები, როუტერები, IoT ტექნოლოგიები მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი ის სადაც ინტერნეტის კაბელი შედის.

OSINT - Open Source Intelligence შეიძლება გავშიფროთ, როგორც დაზვერვა ღია წყაროებზე დაყრდნობით. სადაც ჩვენ ვხვდებით ინფორმაციის მოგროვების ხერხებს,
მაგალითად:
• ხელოვნური მოგროვება - როდესაც პიროვნება ხელით-თვითნებურად აგროვებს ინფორმაციას და ამუშავებს მას.
• ავტომატურად - ანუ პროგრამის ან აპლიკაციის გამოყენებით (ავტომატური რეჟიმით) სადაც რაღაც კოდის ერთობლიობა ავტომატურ რეჟიმში უმუშავებს შემკვეთს ინფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ ესეც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჰაკინგის ერთ-ერთი განხრაა, რომელსაც სჭირდება გამჭრიახი მეთოდების მოფიქრება, სწრაფი გზების შემუშავება და კონკრეტული ინფორმაციის დაზუსტებულად გარკვევა