FraudGPT | კრიმინალური ხელოვნური ინტელექტი

FraudGPT : ახალი AI ინსტრუმენტი კიბერკრიმინალებს საშუალებას აძლევს განახორციელონ დახვეწილი კიბერ შეტევები

FraudGPT | კრიმინალური ხელოვნური ინტელექტი
AI Tool 'FraudGPT'

WormGPT-ის კვალდაკვალ, ჰაკერები ავრცელებენ რეკლამას კიდევ ერთი კიბერდანაშაულის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ხელსაწყოს სახელწოდებით FraudGPT-ის შესახებ,  სხვადასხვა ბნელ ვებ ბაზრებზე და Telegram არხებზე.

„ეს არის ხელოვნური ინტელექტის ბოტი, რომელიც ექსკლუზიურად არის გამიზნული კიბერშეტევებზე, როგორიცაა ელ. ფოსტის ფიშინგის დამზადება, კრეკინგის ხელსაწყოების შექმნა, ქარდინგი, სკამინგი, სპამინგი და ასე შემდეგ.

როგორც ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება სიახლეები, ჰაკერები ამ ბოტს ჰყიდიან სოლიდურ თანხებში, შესაბამისად გაყიდვებიც იმაზე მეტი აქვს ვიდრე ექსპერტები ფიქრობდნენ.

ხელოვნური ინტელექტის ბოტი ვითარდება ყოველდღიურად ხელოვნური ინტელექტის ლოგიკის წყალობით, რომელიც რათქმაუნდა ასევე აუმჯობესებს ელ-ფოსტით ფიშინგის მეთოდებს და გზებს, კიბერ უსაფრთხოების მკვლევარები მოგვიწოდებენ მეტი ყურადღებით ვიყოთ ელ-ფოსტით სარგებლობის პერიოდში და ინტერნეტ სივრცეში საიტებზე ყოფნისას.