Microsoft | რეკორდული კაპიტალიზაცია
Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ხელოვნური ინტელექტი ChatGPT - ის პოპულარიზაციის ფონზე, კომპანია Microsoft-ის კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა და გახდა $2.59 ტრილიონი, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრად მატულობს.
Microsoft-ი განიხილება ლიდერად AI-ტექნოლოგიის პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში მისი მნიშვნელოვანი ინვესტიციის გამო OpenAI-ში – სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ სტარტაპში, რომელსაც პოპულარული ჩატბოტი ChatGPT ეკუთვნის.
გასულ თვეში Microsoft-მა საზოგადოებას AI განახლებები შესთავაზა, მათ შორის ChatGPT-ის, Azure-ის ღრუბლოვანი სერვისების, ასევე მისი საძიებო სისტემის, Bing-ის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ ნაბიჯით კომპანია Alphabet-ის Google-ის დომინირებისთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს.
სტატიის წყარო : Forbes