WikiLeaks | ვიკილიქსი

რა უნდა ვიცოდეთ WikiLeaks-ზე

WikiLeaks | ვიკილიქსი

საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური ორგანიზაცია WikiLeaks შეიქმნა 2006 წელს, რომლის დირექტორიც  ავსტრალიელი მათემატიკოსი, პროგრამისტი და ინტერნეტ-აქტივისტი – ჯულიან ასანჟი(Julian Assange). რომელიც 2019 წლის 11 აპრილს ლონდონში დააკავეს.

თავად ორგანიზაციის განცხადებით, ის დააარსეს ჩინელმა დისიდენტებმა, ასევე ჟურნალისტებმა, მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა აშშ-დან, ტაივანიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან.

რასაც ძირითადად Wikileaks აქვეყნებს, არის საიდუმლო ინფორმაციები, კონსპირაციები, კონფიდენციალური მასალები,  რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ანონიმურად აწვდიან.

WikiLeaks არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრი, საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციების გამო. სახელწოდების მსგავსების მიუხედავად მას არაფერი აქვს საერთო ვიკიპედიასთან. ორივე რესურსის სახელწოდება დაკავშირებულია ჰავაურ ენასთან, რომელზედაც wiki ნიშნავს „სწრაფს“, Leaks-ი კი ინგლისურად ნიშნავს „გაჟონვას“ – ანუ wikiLeaks-ი ნიშნავს „სწრაფად გამოჟონილ ინფორმაციას“.